გია აბაშიძე: “ნაცმოძრაობის" სამარცხვინო და ანგარებიან ლობისტს, სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანს მისივე ფლანგის ულტრამემარცხენეები დაუპირისპირდნენ, რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას თავდასხმის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 03 მაისი 2024, 11:42
რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას ევროპარლამენტარ გლუკსმანზე საფრანგეთში თავდასხმის გამო, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოცილურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტზე, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანზე თავისივე ფლანგის წევრების მიერ თავდასხმის ფაქტს.

მისი განცხადებით, საქართველოში რომ რომელიმე ანგარებიანი ევროპარლამენტარისთვის თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ისტერიკაში ჩავარდებოდნენ კორუფციის ჭაობში მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები.

“რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას ევროპარლამენტარ გლუკსმანზე საფრანგეთში თავდასხმის გამო. ალბათ, სამართლიანად ეშინიათ ივნისის ევროპარლამენტის არჩევნების და ვერ ბედავენ ევროპულ პოლიტიკაზე ღია და თამამ კომენტარებს.
აქ რომ რომელიმე ანგარებიანი ევროპარლამენტარისთვის თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ხომ წარმოგიდგენიათ რა ისტერიკაში ჩავარდებოდნენ კორუფციის ჭაობში მყოფი ევროფულისტები. 
"ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ სამარცხვინო და ანგარებიან ლობისტს, სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს, ევროპარლამენტარ რაფალ გლუკსმანს მისივე ფლანგის ულტრამემარცხენეები დაუპირისპირდნენ. 
სენტ-ეტიენში (საფრანგეთი) ჩასულ გლუკსმანს სურდა 1 მაისის მშრომელთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, თუმცა გააძევეს როგორც "პალესტინის მოღალატე".
სოციალისტი გლუკსმანი ადანაშაულებს ულტრამემარცხენე La France Insoumise (LFI) ლიდერებს ცილისწამებაში.” - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი