ირაკლი ლატარია: იქ, სადაც ნამდვილად ჩემი საქართველოა, პატივს სცემენ მშობელს, მეგობრებს და ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 04 მაისი 2024, 11:26

ექსპერტი ირაკლი ლატარია, "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციების ძალადობრივ ხასიათს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როდესაც რომელიმე ახალგაზრდა, პოლიციელს შეაფურთხებს და ამაზე პასუხს მოსთხოვს ვინმე, ისინი კვლავ იმ პოლიციას მიმართავენ საშველად, რომელსაც აფურთხებენ.

მისი თქმით, ნამდვილი საქართველო ისაა, სადაც პატივს სცემენ ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვინც საკუთარ საქმეს აკეთებს.

„იცით, რაზე მეშლება ნერვები? ვინმე 19 წლის თინეიჯერი, (რომელიც 14 წლიდან კლუბებში სიარულის მეტს არაფერს აკეთებს ,,სამშობლოსთვის"), დაანFიტამინებული, შეაგინებს ყველას, ვინც იქ არ დგას, შემდეგ შეაფურთხებს რომელიმე პოლიციელს და ჩუმად გაიპარება სახლში დაიძინებს. დილით გამოსულს, რომელიმე, ნორმალურად მოაზროვნე უბნელი დახვდება და გაბრაზებული კითხავს - იქნებ დააკონკრეტო და ახსნა, ვის აგინებო? ეგრევე ეს „რემბო“ ამოიღებს მობილურს, ჩართავს „ლაივს“ ტექსტით: რუსები თავს დაგვესხნენ და ჩემს ცემას აპირებენო და პარალელურად დარეკავს 112-ში და სთხოვს დახმარებას იმ პოლიციას, გუშინ რომ შეაფურთხა... საღამოს ისევ გავა აქციაზე და დაიკნავლებს: ეს ბოზი პოლიციაო და ქართულ დროშას გადაიკიდებს და ლაზარეს მოეხვევა, ჩემო ვაჟკაცო ქართველოო....

ეს არ არის ჩემი საქართველო, ამას ბევრად სხვა რამ ჰქვია, ხოლო იქ, სადაც ნამდვილად ჩემი საქართველოა პატივს სცემენ პირველ რიგში: მშობელს, მეგობრებს, უბნელებს და შემდეგ ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს და რაც ყველაზე მთავარია: იქ სადაც ჩემი საქართველოა, თუ ვინმეს შეაფურთხებენ მზად არიან პასუხიც აგონ და მეორე დღეს არ რეკავენ იმასთან მიშველეო - ვისაც აფურთხებენ - ამას, ადამიანობა ჰქვია..." - წერს ლატარია Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი