დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ახატანის წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
550 24 ნოემბერი 2021, 13:40

წყალმომარაგების კომპანია სოფელ ახატანის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამშენებელო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.

წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

„დღეის მდგომარეობით, სოფელ ახატანში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია, გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.

პროექტის შედეგად სოფელ ახატანში მცხოვრები 1 600 -ზე მეტი ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
არქივი