ნათია თურნავა - მზად ვართ გლობალურ კორპორაციებს შევთავაზოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ალტერნატიული ბიზნეს პლატფორმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
808 21 აპრილი 2020, 19:28

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ონლაინ სადისკუსიო პანელში „COVID-19-ის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაციის პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.

ონლაინ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ჩინეთში, მონღოლეთსა და კორეაში მარტინ რაიზერი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ევროკავშირის ქვეყნებში არუპ ბანერჯი და ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია.

კონფერენციაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელიც ქვეყნებმა, მათ შორის მცირე ზომის ქვეყნებმა უნდა გადადგან პოსტკოვიდურ პერიოდში.

ნათია თურნავამ ონლაინ პანელის მონაწილეებს ეკონომიკის სტიმულირებისა და პოსტკრიზისული პერიოდიდან გამოსვლის სამთავრობო გეგმის ძირითადი აქცენტები გაუზიარა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მთავრობები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ერთად ქმნიან ახალ ისტორიას, ახალ გამოცდილებას, თუ როგორ ებრძვიან ვირუსს და როგორ ამზადებენ თავიანთ ეკონომიკას აქტიური რეაბილიტაციისთვის, კორონავირუსით შექმნილი გამოწვევის გადალახვის შემდგომ.

ნათია თურნავას განცხადებით,  საქართველო მზად არის, წარმოჩინდეს გლობალურ ეკონომიკაში, გლობალურ ბაზარზე ახალი როლით - როგორც ალტერნატიული პლატფორმა ბიზნესისთვის და მსხვილ კორპორაციებს ბიზნესის აქ გადმოტანა შევთავაზოთ.

მისივე თქმით, დივერსიფიკაცია და წარმოების სხვადასხვა ლოკაციაზე გადატანა ბიზნესის დაზღვევის მიზნით, ახალი ტრენდი იქნება.

„ჩვენ ვგრძნობთ ამ ტრენდს. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ამ თვალსაზრისით - ლოგისტიკურად, გამჭვირვალობისა თუ დაბალი გადასახადების თვალსაზრისით და რაც მთავარია, თუკი უფრო სწრაფად გადავლახავთ არსებულ გამოწვევას და დავძლევთ ეპიდემიას, ეს მოგვცემს დამატებით კონკურენტულ უპირატესობას. აქედან გამომდინარე, საქართველო ძალიან მიმზიდველია დივერსიფიკაციის მსურველი გლობალური კორპორაციებისთვის და მზად ვართ შევთავაზოთ მათ ჩვენი ქვეყანა, როგორც ალტერნატიული ბიზნეს პლატფორმა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
არქივი