ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 22 მარტი 2024, 19:18

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანს თბილისის გრანდ სლემის ფინალის დასრულებისთანავე ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ უამრავი მაყურებლის წინ ხელი სთხოვა.

გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის აზერბაიჯანელ აგაევთან წააგო და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.

ტურნირის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 23 და 24 მარტსაც 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი