მიხეილ ყაველაშვილი - ძალებმა, რომლებიც თითქოს გაერთიანდნენ, არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა ვერ გადაწყვიტეს, ესეც გარედან ნაკარნახევი თემაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 25 ივნისი 2024, 18:04

ძალებმა, რომლებიც თითქოს გაერთიანდნენ და შეიძლება ორი ან სამი ცენტრის შექმნა უნდათ, ერთიანობა, არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა ვერ გადაწყვიტეს. ესეც გარედან ნაკარნახევი თემაა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების მოგებას შანტაჟით ცდილობენ.

„ყველაზე გაბედული ვართ „ხალხის ძალა“ და ყოველთვის სიმართლეს ვამბობთ. სხვათა შორის, წინასწარ ვივარაუდეთ, როგორ განვითარდებოდა პროცესები და პრინციპში, ისე ვითარდება. ძალებმა, რომლებიც თითქოს გაერთიანდნენ და შეიძლება ორი ან სამი ცენტრის შექმნა უნდათ, ერთიანობა, ერთიანი სიით გასვლა ვერ გადაწყვიტეს. ესეც გარედან ნაკარნახევი თემაა. კანონთან მიმართებით დღევანდელი პოლიტიკოსების განცხადება, თუნდაც ბორელის განცხადება, ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს ხელისუფლების დაკნინებას არჩევნებთან დაკავშირებით. შანტაჟს უფრო ემსახურება ის, რომ თავად კანონზე კი არ საუბრობენ, ამბობენ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირებას. ეს კარგი მასალაა საქართველოს მოქალაქეების, ხელისუფლების წევრების დაშანტაჟებისთვის. ამას შანტაჟის სახე აქვს. პოლიტიკოსები აღარც მალავენ – ჩვენ იმიტომ კი არ უნდა გავიმარჯვოთო, რომ საქართველოს მოქალაქეებს შევუქმნათ უკეთესი მომავალი, უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობები, უკეთესი ჯანდაცვის, განათლების სისტემა, ამის ნაცვლად, ამბობენ, ეს ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ, რადგან ხომ ხედავთ, ევროკავშირის წარმომადგენლები რას საუბრობენ, ესენი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანენ, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, ამას გვეუბნებიან ჩვენი ევროპელი კოლეგებიო. ასე აქვთ წარმოდგენილი, ამიტომ უნდა დამარცხდეს „ქართული ოცნება“ და არა იმის გამო, რომ ისინი „ქართულ ოცნებაზე“ ძლიერი და ხალხისთვის მისაღები ადამიანები არიან. ამისთვის იქმნება ე.წ. ხელოვნური ერთობები. არჩევნების მოგებას ცდილობენ შანტაჟის გამოყენებით. ამ ადამიანებს ვამხელთ, რომ ცხოვრობენ არა ქართველი ხალხის მოთხოვნით, არამედ დამოკიდებული არიან გარე დაკვეთებზე. ამის მაგალითებია იქ ჩასვლა, ერთობის წარმოჩენა, იგივე იყო გვარამიას გამოყვანა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, სალომე ზურაბიშვილის ვოიაჟები და კონსტიტუციის დარღვევა. ეს ნიშნავს, რომ გარე დამკვეთებთან შეთანხმებული, წინასწარ დაგეგმილი პროცესია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
არქივი