ტაქსის და მიკროავტობუსის მძღოლები 300-ლარიან დახმარებებს მიიღებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
188 06 მაისი 2020, 11:38
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის და მიკროავტობუსის მძღოლები 300-ლარიან  დახმარებებს აიღებენ.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, მათ შორის არის ტაქსის მძღოლები და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები. თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელსაც აქვს ლიცენზია. ასევე ამ პროექტით ისარგებლებენ მიკროავტობუსების მძღოლები,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან მიკროავტუბსების მძღოლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მოადგილეებს სატელეფონო შეტყობინების სახით მძღოლების ინფორმირება დაავალა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიკროავტობუსის მძღოლებს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან, მათ მონაწილეობა მიიღეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში იქნებოდა ეს ექიმების გადაყვანა, საკარანტინე ზონებიდან ხალხის გამოყვანა და კონკრეტულ ქალაქებში ჩაყვანა. ყველა საკარანტინე სივრციდან თბილისის მერიამ უზრუნველყო ადამიანების საკუთარ სახლებში დაბრუნება.

დახმარების მისაღებად საჭირო იქნება გარკვეული მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება. მინდა გთხოვოთ მოადგილეებს, რომ SMS-ის სახით როგორც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, ასევე მიკროავტობუსების კომპანიას გაადასცეთ ეს ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსების მძღოლებმა ამ პროგრამებით ისარგებლონ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
არქივი