ფატი ხალვაში: სახელმწიფო ზრუნავს თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 10 ივლისი 2024, 16:55

„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებისა და ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც მოახლოებული არჩევნები ჩატარდება, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაშმა „საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ“ ბათუმში გამართული საინფორმაციო შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, შშმ პირთათვის, თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად არიან ჩართულები.

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შემცირდეს შშმ პირთა წინაშე არსებული ბარიერები, რათა მათ შეძლონ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა. თანამშრომლობა, რომელიც საჯარო უწყებებს, საარჩევნო ადმინისტრაციებს, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და პარტნიორებს აერთიანებს, სწორედ ამ მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული - თანაბარ გარემოში, თანაბარი მიდგომა თითოეული მოქალაქის თავისუფალი არჩევანის გარანტიაა“, - აღნიშნა ფატი ხალვაშმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი