ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლის სიაში ფიგურირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 01 აგვისტო 2024, 18:45

ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლის სიაში ფიგურირებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები 24 პატიმარს გაცვლიან. შეთანხმების ფარგლებში, რუსეთში მყოფ, სულ მცირე, 12 პოლიტპატიმარს გერმანიაში გააგზავნიან.

2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.

Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკოა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის კარგი მაგალითია
ვლადიმერ პუტინი რომის პაპს, ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“ როგორც არაფორმალურ მმართველობაზე, არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია და აქვს ეკონომიკური, ფინანსური, თუ ბიუროკრატიული ბერკეტები
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვთავაზობთ, არაფრისმომცემი სიტყვების ნაცვლად, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელშიც გაწერილი იქნება, რა არის ამერიკელი და ქართველი ხალხების ინტერესები და სად ვთანხმდებით
არქივი