კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 08 აგვისტო 2024, 16:21

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შედეგად, ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია.

„16 წელი გავიდა იმ უბედურებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. ამ ომის შედეგად, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მშვიდობიანი მოქალაქეები, გმირი ჯარისკაცები. მძიმეა ეს ყველაფერი, ჭრილობები, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას, თუმცა მჯერა, რომ იმ პრაგმატული პოლიტიკით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაძლებელია ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის გამთლიანება. ეს არის თითოეული ქართველის ოცნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღნიშნულ ომთან დაკავშირებული საქმეები გამოიძიოს.

„ვრცელი წერილი გამოვაქვეყნეთ ამასთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმ მხარდაჭერაზე, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების მხრიდან. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე, ამას აქვს თავისი ახსნა, რატომ. დღეს გვაქვს იმის რესურსი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობა მივიღოთ. ეს კიდევ უფრო უნდა გამყარდეს. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სიმშვიდე, მოხდეს იმ კონკრეტული საქმის გამოძიება, რაც ომთანაა დაკავშირებული, დაისაჯონ დამნაშავეები. გარდა ამისა, მთავარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღევანდელ მსოფლიოში, იმ ვითარებაში, რაც რეგიონში ხდება, ყველაფერი შესაძლებელია, იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
არქივი