Fitch-მა უკრაინის რეიტინგი „შეზღუდულ დეფოლტამდე“ დაწია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 14 აგვისტო 2024, 14:12
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა უკრაინის რეიტინგი C-დან RD დონემდე, „შეზღუდულ დეფოლტამდე“ დაწია.

რეიტინგის ეს დონე მიუთითებს, რომ ემიტენტმა დავალიანება დროულად ვერ დაფარა.

გარდა ამისა, Fitch-მა 2026 წლის 750 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების რეიტინგიც დაწია C-დან D-დონემდე, “დეფოლტამდე“. ასეთი რეიტინგი მიენიჭება იმ ემიტენტს ან სახელმწიფოს, რომელმაც ყველა თავისი ფინანსური ვალდებულება დეფოლტად გამოაცხადა.

ამასთან ერთად, სააგენტომ უცხოურ ვალუტაში სხვა ობლიგაციების რეიტინგი C დონეზე („გარდაუვალი დეფოლტი“) დაადასტურა.

როგორც Fitch-ში განმარტეს, 1 აგვისტოს ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდის ვადა ამოიწურა. უკრაინის რეიტინგის მორიგი გადახედვა 2024 წლის 6 დეკემბერს იგეგმება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 ივლისს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს 1 ოქტომბრამდე საგარეო ვალის გადახდა საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს..
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ორშაბათს ტელეფონით ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაველაპარაკები, საუბრის თემა იქნება „სასაკლაოს" გაჩერება
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
არქივი