ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში წინ წაიწიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 14 აგვისტო 2024, 15:46

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში ბრძოლების შედეგად ერთი - ორი კილომეტრით წინ წაიწიეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის საკუთარ არხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ოლექსანდრ სირსკისთან თათბირის შემდეგ დაწერა.

„კურსკის ოლქში წინ მივიწევთ. დილიდან სხვადასხვა მონაკვეთებზე ერთიდან ორ კილომეტრამდე წავიწიეთ წინ. ამავე პერიოდში ტყვედ კიდევ 100 რუსი სამხედრო ავიყვანეთ“, - დაწერა მან.

ზელენსკიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა ქვეყნის აღმოსავლეთით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსაც აქცევს ყურადღებას. უკრაინის პრეზიდენტმა განკარგულება გასცა აღმოსავლეთ ფრონტზე მებრძოლი შენაერთები ახლად მიღებული შეიარაღებით გააძლიერონ.

თათბირის დროს სირსკიმ ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში „ოკუპანტების ძებნა-განადგურება დაასრულეს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს, გაზარდონ ინვესტიციები უკრაინისთვის საჭირო იარაღის წარმოებაში
ვლადიმერ პუტინი - კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა, თან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე - ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს ტერორისტებთან?
იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს გზების ბლოკირებასა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანებას
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა არ სჭირდება
გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს რეზოლუცია თუ ნებისმიერი განცხადება უცხოეთიდან იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ვითომ პოლიტიკოსებად და „ენჯეოშნიკებად“ წოდებულები ჩამოკიდებული არიან მათ უცხოელ პატრონებზე
არქივი