ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
329 21 აგვისტო 2024, 21:26
უნდა გადავრჩეთ ფიზიკურად, უნდა გადავრჩეთ სულიერად და გავაგრძელოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და ჩვენი ქართული იდენტობის, ქართული, ეროვნული სულის და რწმენის შენარჩუნებით, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მცხეთაში,   საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.  

მისი თქმით, საქართველო მთელ მსოფლიოს უნდა დაანახოს, რომ პატრიოტი ქართველის გარედამ მართვა შეუძლებელია, ხოლო გარე აქტორებმა კი პატივი უნდა სცენ და ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს.

„მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია. ბევრი რამ შეიძლება დათმოს ქართველმა კაცმა თუ ქალმა, გარდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა. ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ პატივი სცენ და საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ, პატივცემულო მეგობრებო და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ.

ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოს ყიდის, მის პატრონსაც გაყიდის და პირველივე შესაძლებლობისთანავე გააკეთებს ამას. დაქირავებულ აგენტს, პრინციპული მეგობარი რა თქმა უნდა, ჯობია.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი