რეიტინგი გვაქვს 60 %, ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
352 21 აგვისტო 2024, 22:34
რეიტინგი გვაქვს 60% ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიჭრას ეროვნული საკითხები, დამკვიდრდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა და გასამართლდეს არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა - „ნაცმოძრაობა“.

„ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. სწორედ, ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ გადაიჭრას გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ეროვნული საკითხები. მათ შორის, იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, იმისთვის, რომ გასამართლდეს არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა - „ნაცმოძრაობა“. ამისთვის გვჭირდება ჩვენ ქუდზე კაცი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი