გიორგი ამილახვარი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდება განათლების და კვლევების ჰაბი რეგიონის მასშტაბით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 06 სექტემბერი 2024, 17:29

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდება განათლების და კვლევების ჰაბი რეგიონის მასშტაბით. გაიზრდება უნივერსიტეტის სტუდენტთა რაოდენობა – KIU გახდება მულტიპროფილური უნივერსიტეტი, რომელიც თანაბრადხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

როგორც გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყველა პირობაა – საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეები, აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები სტუდენტებისთვის და პროფესორ–მასწავლებლებისათვის, კლუბები, სპორტული ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, უნივერსიტეტში შექმნილია ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია – უახლესი ინფრასტრუქტურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროგრამები.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომელთან ერთადაც ხორციელდება ერთობლივი პროგრამები. ამ საქმეში მხარდაჭერისთვისა და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა მინდა, გადავუხადო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანს, რომელიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გახლდათ.

ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია განათლება და მეცნიერება. შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი მაქსიმალურად სწრაფად გავუთანაბროთ წამყვანი ევროპული ქვეყნების საუნივერსიტეტო განათლებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, აკადემიური და შინაარსობრივი თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრის დავალებით მუშავდება და საზოგადოებას მალე წარედგინება ის ამბიციური გეგმა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში სრულიად განახლებული უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ამ პროცესში კი გადამწყვეტ და უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი”, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში - ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კიევს ამერიკული იარაღის შესაძენად ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარს მისცემს
საქსტატის მონაცემებზე: ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს
სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ რუსულმა კომპანიებმა თქვეს, რომ ტარიფები უნდა გავზარდოთო - ჩვენ კანონმდებლობის ცვლილებებით ხალხი გადავარჩინეთ გაძვირებულ ტარიფს და საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელეთ დავა
„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე: როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ერთად, უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არ შესრულებასაც ვერავინ გაბედავს
არქივი