ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს აფრთხილებს არ ჩაერიოს ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 02 ოქტომბერი 2024, 12:37

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანს ვაშინგტონი ისრაელზე თავდასხმამდე არ გაუფრთხილებია, თუმცა აქვე მოუწოდა ამერიკას არ ჩაერიოს კონფლიქტში.


„შეტევამდე ჩვენ აზრები ერთმანეთში არ გაგვიცვლია. ჩვენ გავაფრთხილეთ აშშ-ის შეიარაღებული ძალები მოერიდონ ამ კონფლიქტს და არ ჩაერიონ“, - თქვა არაღჩიმ.



გუშინ საღამოს ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიების მიმართულებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 200-დან 500-მდე მერყეობდა. უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმას დიდ შეცდომას უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თეირანი ამისთვის საფასურს გადაიხდის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი