საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილია მსოფლიოში - უზბეკეთის ტურიზმის მინისტრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 02 ოქტომბერი 2024, 17:19

საქართველოში გამართული მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი უზბეკეთის ტურიზმის, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრი აზიზ აბდუხაკიმოვი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე საუბრობს.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შევიკრიბეთ ულამაზეს ქალაქ თბილისში. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მასპინძლობისთვის. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ლოჯისტიკას, უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა მთავარი პუნქტი იყო ტურიზმი და მშვიდობა. ვიმსჯელეთ ჩვენს სამომავლო კავშირზე, ვიზის ახალ სტანდარტზე, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმი გახდეს უფრო ხელმისაწვდომი. საქართველო გამოირჩევა ულამაზესი არქიტექტურით, მდიდარი ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობითა და სამზარეულოთი, თუ ჩვენ ამ ყველა კომპონენტს გავაერთიანებთ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილია მსოფლიოში“, - განაცხადა აზიზ აბდუხაკიმოვმა.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება საქართველოში პირველად გაიმართა. მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
არქივი