საერთაშორისო დამკვირვებელი ბეატა ტროხანოვსკა: ბევრ საარჩევნო უბანს დავაკვირდით საქართველოში. არჩევნები და კენჭისყრის პროცესი მშვიდობიანად და პრობლემების გარეშე ჩატარდა, ადგილობრივადაც ყველა პროცედურა დაცული იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
225 27 ოქტომბერი 2024, 10:16

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეფასებები გააკეთეს. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნები ყველა შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, დაცული იყო ევროპული დემოკრატიული ღირებულებები და ყველაფერი წესების შესაბამისად ჩატარდა.

„ბევრ საარჩევნო უბანს დავაკვირდით საქართველოში, მათ შორის ბათუმსა და მის გარშემო მდებარე სოფლებში. არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მცირე ტექნიკური ხარვეზები იყო ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირებით, თუმცა ეს მხოლოდ ამ ტექნოლოგიდან გამომდინარე სიახლეა და ხალხი უნდა მიეჩვიოს. საერთო ჯამში, არჩევნები და კენჭისყრის პროცესი მშვიდობიანად და პრობლემების გარეშე ჩატარდა, ადგილობრივადაც ყველა პროცედურა დაცული იყო“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ბეატა ტროხანოვსკამ.

არჩევნებს 24700 ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი