საერთაშორისო დამკვირვებელი დავიდ ბიტანი: ვფიქრობ, რომ ამომრჩევლებმა თავისუფლად მისცეს ხმა, საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 27 ოქტომბერი 2024, 18:43

საერთაშორისო დამკვირვებელმა, ისრაელის პარლამენტის წევრმა, დავიდ ბიტანმა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი შეაფასა. მისი შეფასებით, ამომრჩევლებმა თავისუფლად მისცეს ხმა და საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული.

მანვე აღნიშნა, რომ საარჩევნო უბანზე პერსონალი ამომრჩევლებს უხსნიდა ხმის მიცემის პროცედურას და ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული.

„ჩვენ მიწვეული ვიყავით, როგორც დამკვირვებლები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ ჩამოვედით ოპოზიციური კოალიციიდან, რათა დაცული ყოფილიყო ბალანსი. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ტარდებოდა არჩევნები. ასევე ვესაუბრეთ ამომრჩევლებს და საარჩევნო კომისიების წევრებს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. ხალხს ხმის მიცემამდე აუხსნეს პროცედურები. ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანზე სხვადასხვა ადგილას.

ჩვენი შთაბეჭდილებაა, რომ ხალხს შეეძლო, თავისუფლად მიეცა ხმა. თითოეულ ამომრჩეველს
მიეცა ზუსტი განმარტება ხმის მიცემის პროცედურების შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ თავისუფლად მისცეს ხმა. ძალიან სასიამოვნო და შთამბეჭდავი იყო საარჩევნო უბნებზე დემოკრატიის ზეიმის ხილვა. ჩვენ ვესაუბრეთ პერსონალს, რომელიც მუშაობდა საარჩევნო უბნებზე. ასევე, ვესაუბრეთ ამომრჩევლებს და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ თავისუფლად მისცეს ხმა და საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული“, - აღნიშნა ბიტანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი შარაბიძე დეზინფორმაციაზე: ამასთან ბრძოლა ძალიან რთულია, მით უმეტეს, საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ერთადერთი გზა, რაც არსებობს, ეს არის სიმართლის თქმა
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ახალ სერვისს - სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს
შეხვედრა ახალგაზრდებთან ახმეტის მუნიციპალიტეტში
ნიკა გვარამია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: არა, რამდენჯერ უნდა გითხრათ, გამორიცხულია
არქივი