გიორგი კალანდარიშვილი - ეუთო/ოდირისა და სხვა ორგანიზაციების ანგარიშებში ცალსახად ვკითხულობთ, რომ ცესკო-მ პროფესიულ დონეზე, გამჭვირვალედ უზრუნველყო არჩევნების ადმინისტრირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 27 ოქტომბერი 2024, 20:46

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში ცალსახად აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პროფესიულ დონეზე, გამჭვირვალედ უზრუნველყო არჩევნების ადმინისტრირება.

„ხაზგასმული არის მასშტაბური სამუშაოები, რომლებიც ინფორმირებისა და განათლების მიმართულებით იქნა გაწეული. თავის მხრივ, ეს არის შედეგი იმისა, რომ ამომრჩეველმა მარტივად და თავისუფლად მიიღო ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომლებიც ჩვენ მათ პირველად შევთავაზეთ. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული და მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები თითქმის ყველა კომპონენტში არის დადებითად შეფასებული. არის გარკვეული მიგნებები, რასთან დაკავშირებითაც ინსტიტუციას ექნება მსჯელობა და, ჩვენი ძალისხმევიდან გამომდინარე, მომავალში მათ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გავითვალისწინებთ.

ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვართ წინსვლაზე, პროცესის გაუმჯობესებაზე. სადაც იქნება სივრცე იმის თაობაზე, რომ შესაბამისი საკითხები განვიხილოთ და გავითვალისწინით, რა თქმა უნდა, ორიენტირებულები ვართ ამაზე. არა მხოლოდ ეუთო/ოდირის, ფაქტობრივად, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში, სადაც კი საუბარია ადმინისტრაციის საქმიანობაზე, ყველგან ერთხმადაა ხაზგასმული ადმინისტრაციის ტექნიკური გამართულობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.

ეუთო/ოდირის დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ასევე საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში, რაც, თავის მხრივ, ჩვენი შეფასების საგანს არ წარმოადგენს. თუმცა მნიშვნელოვანია ზოგადად ინსტიტუციის საქმიანობა. ერთი არის, რომ კანონმდებლობის შეფასება ხორციელდება, მეორეა ქმედებები, აქტივობები, რომელსაც ის ახორციელებს და ამ ნაწილში შესაბამისი ინდიკატორების არსებობა, რაც მიუთითებს, როგორი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი არის ინსტიტუცია. ასევე, საყურადღებოა, რომ ამ მიმართულებითაც იყო შესაბამისი შეფასება, რაც, თავის მხრივ, მოხსნის კითხვებს ზოგადად სანდოობასთან მიმართებაში“, – განუცხადა გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი