ISFED - ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოვაცხადეთ, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
389 28 ოქტომბერი 2024, 16:04

სამართლიანმა არჩევნებმა“, ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოაცხადა, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, – ამის შესახებ აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ფეისბუქპოსტში.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.

აქედან გამომდინარე, „სამართლიანმა არჩევნებმა“, ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოაცხადა, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი“,- აღნიშნულია ISFED-ის ფეისბუქპოსტში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი