თაზო დათუნაშვილი - მოძრაობა იქნება მთელ ქალაქში, იქნება სიურპრიზად ისეთ უბნებში, სადაც აქამდე არავითარი დემონსტრაცია არ ჩატარებულა, ამ ქვეყანაში ნორმალურად ცხოვრება ვეღარ გაგრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 05 ნოემბერი 2024, 18:26

„ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ პროტესტი იქნება ყოველდღიური, რადგან საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს ხმის მიცემის უფლება.

მისი თქმით, პროტესტი იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით.

„მოძრაობა იქნება მთელ ქალაქში, სადაც მოვახერხებთ მოძრაობას. ეს იქნება ყოველდაღიურად. თქვენ ხედავთ, რომ გუშინდელის შემდეგ ძალას იკრებს, ყოველდღიურად ადამიანები ემატებიან. მსვლელობის პროცესში ემატებიან ადამიანები. ეს არის მშვიდობიანი ფორმა, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს ერთად აჩვენებს, ეს ხალხი, ჩვენი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები არიან გაბრაზებული, რომ მათ წაართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ხმის მიცემის უფლება, ხელისუფლების არჩევის უფლება. ამიტომ ეს პროცესი არის ძალიან ცოცხალი, ეს იმოძრავებს მთელ ქალაქში ყოველდღიურად. იქნება სიურპრიზად ბევრ ადგილას ისეთ უბნებში, სადაც აქამდე არასდროს არავითარი დემონსტრაცია არ ჩატარებულა. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად ცხოვრება ვეღარ გაგრძელდება და ეს არაორდინალური ვითარება ასეთი მშვიდობიანი მსვლელობებით უნდა შევავსოთ, მათ შორის, ერთმანეთი გავაძლიეროთ“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
არქივი