საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი მასალის დამზადება, რეკლამირება, გამოყენება და ა.შ. დასჯდადი ქმედება ხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 22 მაისი 2020, 16:46
2 ივლისიდან ამოქმედდება საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი მასალის დამზადება, რეკლამირება, გამოყენება, გადაზიდვა და ა.შ. დასჯდადი ქმედება ხდება. 

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 431-3 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, ზემოაღნიშნული ქმედებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირები - 300 ლარის ოდენობით.

„უკანასკნელ წლებში საკმაოდ გახშირდა შემთხვეები, როდესაც სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირი საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად ეწევა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო პროპაგანდას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ ხშირია ბეჭდური რუკის ან სხვა საგნების გავრცელების შემთხვევები, რომელზედაც საქართველოს ტერიტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გარეშეა გამოსახული. აღნიშნულის შედეგად უმეტეს შემთხვევაში მიზანმიმართულად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თითქოსდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები და ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენს და არა საქართველოს განუყოფელ ნაწილს,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
„ქართული ოცნება“ - საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია
გიორგი ბაჩიაშვილი - როგორც „მწვანე საზღვართან“ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ისე, საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებას ვერ მოვახდენდი
ცესკო: 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
არქივი