ინგოროყვას კლინიკის ექიმი - მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში, მოხდა დამუშავება, გაკერვა - ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 30 ნოემბერი 2024, 00:37

მარიამი გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას არის სტაბილური, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, მოხდა გაკერვა, ახლა კი მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კვლევები.

„ჩაუტარდა ჭრილობას პირველადი დამუშავება. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში. მოხდა ჭრილობის დამუშავება, გაკერვა. ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური, რადიოლოგიური კვლევები. ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, სხვა რაიმე ჩივილები არ აქვს. მოძრაობის სიფართე კიდურებში თანაბარია, ნევროლოგიური გასინჯვით მას სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს ამ ეტაპისთვის.

ჩივილების მიხედვით, იგი უჩივის მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს. ალბათ, უმჯობესია, რომ მეთვალყურეობის მიზნით დარჩეს კლინიკაში. თუ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არ იქნება დაზიანება, 24 საათის შემდეგ შეუძლია დატოვოს კლინიკა“, - განაცხადა ექიმმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი