ბებიის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს სასამართლომ წლით და რვა თვით პატიმრობა მიუსაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
381 22 მაისი 2020, 16:55
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბებიის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში, 2019 წლის 1 იანვრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს-მ რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლოგინად ჩავარდნილ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ 88 წლის ბებიას - ა.ს-ს და სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

“ნ.ს-ს ბრალდება 2019 წლის 19 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართალი კოდექსის 1261-ე მუხლის 2 ნაწილი „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ(ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1 ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი