მამუკა მდინარაძე: 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
203 09 დეკემბერი 2024, 21:11

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არცერთი პუნქტი არ იქნება 2017 წლის რეგულაციისგან განსხვავებული.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს 20-ზე მეტ საკითხზე, მათ შორის საარჩევნო კოდექსზე.

„ამ კანონს როცა მივიღებთ მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4-პროცენტიანი ბარიერით და ა.შ. 2017 წელს რაც იყო, ყველა პუნქტი იქნება დაცული, არცერთი სხვა გადაწყვეტა არ იქნება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი