ევროპარლამენტარი ჰერჩინსკის და ბოჭორიშვილის შეხვედრაზე: ერთ დღეს მოპარულ არჩევნებს გმობთ, მეორე დღეს კი რეჟიმს ხელს ართმევთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 10 დეკემბერი 2024, 13:15
ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.

„ერთ დღეს საქართველოში მოპარულ არჩევნებს გმობთ, მეორე დღეს რეჟიმს ხელს ართმევთ. ელჩი ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ ჟესტი არ არის - ეს არის კრემლის „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლი. რამდენჯერ მიანიჭებს ევროკავშირი მათ პროპაგანდას დამაჯერებლობას? მიუღებელია“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, ჰერჩინსკიმ გუშინ მაკა ბოჭორიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქართული მხარის მიერ კი გამოითქვა წუხილი, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
არქივი