26 მაისი - დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
876 26 მაისი 2020, 08:57

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველო რუსეთის იმპერიას გამოეყო და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხდდა - ეროვნულმა საბჭომ "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი" მიიღო. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის ქვეყნებმა ცნეს, არსებობა 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის და ანექსიის გამო შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ეროვნულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო და უზენაესი საბჭოს არჩევნები დაენიშნა. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ზვიად გამსახურდიას ლიდერობით "მრგვალმა მაგიდამ" გაიმარჯვა. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილეთა 98.9 პროცენტიმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში მოსახლეობის 90.3 პროცენტი მონაწილეობდა. 

1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1991 წლის 26 მაისს საქართველომ პირველი პრეზიდენტი აირჩია - ზვიად გამსახურდია. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თორნიკე ჭეიშვილი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: ის ნარატივი, რომელიც ამ თემას მოჰყვა შესაბამისი ორგანიზაციებისა თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან, შეიძლება, შეფასდეს როგორც ერთგვარი დეზინფორმაციის კამპანია
სუს-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა
რატი იონათამიშვილი „საფარზე“: ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს არქივების განადგურება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება
საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები: ირანმა არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი
არქივი