ვატიკანში შობა აღნიშნეს. რომის პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წმინდა კარი გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
119 25 დეკემბერი 2024, 11:47
რომის პაპმა ფრანცისკე I-მა შობის დღესასწაულის აღნიშვნა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წმინდა კარის გაღებით დაიწყო, ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო. რომის პაპი მსოფლიოს დღეს ტრადიციული სიტყვით მიმართავს, - იუწყება Euronews-ი.

მას შემდეგ, რაც პირველი იუბილე, ანუ წმინდა წელი აღინიშნა 1300 წელს, არსებობდა საეკლესიო ტრადიცია ინდულგენციის მისაღებად (რომის პაპის მიერ ცოდვების მისატევებლად გაცემული სიგელი) ამ და სხვა ბაზილიკაში გახსნილი კარიბჭის გავლით.

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა ამ ტრადიციის აღდგენა 2015 წელს დაიწყო. 2025 წელს ამ ტრადიციის მეორე წლისთავია, რომელიც რომის პაპის მიერ არის ორგანიზებული.

2025 წლის წმინდა წლის მთავარი იდეა იმედისა და ნდობის განმტკიცებაა. რომი ემზადება 2025 წელს 30 მილიონი მომლოცველის მისაღებად. იტალიის დედაქალაქში დამატებითი უსაფრთხოების ზომები შემოიღეს გერმანიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომლის დროსაც საშობაო ბაზრობაზე 50 წლის საუდის არაბეთის მოქალაქე მანქანით შევარდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი