ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე ყოფილ მეუღლეს სკანდალი მოუწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
410 26 მაისი 2020, 23:56

ნიკოლოზ ბასილაშვილი ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე ყოფილ მეუღლეს სკანდალიც მოუწყო.

„2019 წელს, როდესაც ბატონ ნიკოლოზს ჰქონდა ამერიკის ღია ჩემპიონატი, კონსპირაციულად ჩავიდა ქალბატონი ნეკა და ბატონი ნიკოლოზის მეგობრის მეუღლის დახმარებით გაიარა აკრედიტაცია, შევიდა მოსასვენებელ სივრცეში და იქ მოუწყო არასასიამოვნო საუბარი, კონფლიქტი. სადაც იყო საუბარი, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და მისთვის უნდა გადაეფორმებინა გარკვეული ქონება, თუმცა ამის გადაფორმებაზე პრობლემა არასდროს ჰქონია. იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდა ჩარეულიყვნენ ორგანიზატორები, ჩემპიონატის დირექტორი, რომელიც ამას დაადასტურებს. პრაქტიკულად, სკანდალი იყო, მას გაუუქმეს აკრედიტაცია და მოგვიანებით, ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ხარჯებით, მან დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები. ბუნებრივია, ჩვენ ამ მტკიცებულებებსაც წარვადგენთ. ბატონი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო დაეკმაყოფილებინა ქალბატონი ნეკა დოროყაშვილის კაპრიზები და გარდა ამისა, ყველა ჩემპიონატის წინ ის ცდილობდა გამოეყვანა წყობილებიდან. რეალურად, ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იმყოფებოდა წნეხის ქვეშ, რაც აისახა მის თამაშებზე“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

პროკურატურამ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 16 ივლისს ჩაინიშნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცავი და ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელები შეკრიბა და საგანგებო თათბირი გამართა
ირაკლი ქადაგიშვილი FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე: გამოქვეყნებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გარკვეული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს
ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე
სავალუტო ფონდის მორიგი შეფასება, მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა ხელს უშლის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას
არქივი