ურსულა ფონ დერ ლაიენს ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა ჯერ არ მიუღია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 10 იანვარი 2025, 20:59

ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა ჯერ არ მიუღია, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულო პინომ განაცხადა.

„ვნახოთ, თუ მიიღებს მიწვევას, თუმცა ამ ეტაპზე ინაუგურაციაზე დასწრების გეგმები არ არის“, – განაცხადა პაულო პინომ პრესბრიფინგზე.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ისტორიულად უცხოელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციას არ ესწრებიან და ცერემონიალზე დიპლომატებს აგზავნიან, თუმცა დონალდ ტრამპმა რამდენიმე ლიდერი მიიწვია. მიწვეულებს შორის არიან ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. გავრცელებული ცნობებით, სი ძინპინი ინაუგურაციას არ დაესწრება, თუმცა ვაშინგტონში თავის წარმომადგენელს გაგზავნის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის კარგი მაგალითია
ვლადიმერ პუტინი რომის პაპს, ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“ როგორც არაფორმალურ მმართველობაზე, არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია და აქვს ეკონომიკური, ფინანსური, თუ ბიუროკრატიული ბერკეტები
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვთავაზობთ, არაფრისმომცემი სიტყვების ნაცვლად, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელშიც გაწერილი იქნება, რა არის ამერიკელი და ქართველი ხალხების ინტერესები და სად ვთანხმდებით
არქივი