დაკავებული გიორგი ახობაძის და აცხადებს, რომ მისი ძმა დღეს დილით, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 17 იანვარი 2025, 13:38

ბრალდებულ გიორგი ახობაძის და მანანა ახობაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაკავებული გიორგი ახობაძე ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა გარდაცვლილ დედას.

„დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას. გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა“, - წერს მანანა ახობაძე.

გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია “დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, ამის გაგრძელებაა, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის - შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას
არქივი