წულუკიანი: ევროპის საბჭოში შეხვედრები მაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდო, რომ ოპოზიციას თავისი არგუმენტების გატანა უჭირს - კულუარებში ისმის, რომ ოპოზიციას უჭირს დაარწმუნოს აქაური დეპუტატები, რომ არჩევნები გაყალბდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 28 იანვარი 2025, 11:33

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი „ქრონიკასთან“ საუბრობს ოპოზიციის როლზე და აღნიშნავს, რომ ისინი არიან ექსტრემისტი რადიკალები და აქვთ უპრეცედენტო მობილიზება ევროპულ საბჭოში.

თეა წულუკიანი ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სტრასბურგში იმყოფებიან სტუმრის სტატუსით იმის გამო, რომ ისინი ამ დრომდე საქართველოს პარლამენტში არ შესულან.

„შეხვედრები მაძლევს იმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ ოპოზიციას სადღაც სადღაც უჭირს თავისი არგუმენტების გატანა. მათ უჭირთ ახსნან, რანაირად იყო ეს დემონსტრაციები მშვიდობიანი, თუკი მაგალითად, პოლიციელს აქვს მოტეხილობა, დაკარგა სმენა, დასჭირდა მკურნალობა, რატომ არ არის მტკიცებულება თუნდაც ერთი იმის შესახებ, რომ პოლიციელმა დაიწყო ძალის გამოყენება და.ა.შ. მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. ასევე კულუარებში ისმის, რომ ოპოზიციას უჭირს დაარწმუნოს აქაური დეპუტატები, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამას არ იმჩნევენ.

დისკუსია გაგრძელდება ოთხშაბათსაც, რაც დასრულდება კენჭისყრით და იქ შევიტყობთ ასრულდება თუ არა ექსტრემისტი ოპოზიციის ანტიქართული ოცნება და გაირიცხება თუ არა ჩვენი დელეგაცია ასამბლეიდან“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი დღეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელებს. ამ თემაზე დებატები კი ხვალ გაიმართება და კენჭისყრაც ოთხშაბათს სიტყვით გამოსვლების შემდეგ შედგება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტულსი გაბარდის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებების შესაფასებლად სპეციალური ჯგუფის შექმნა გამოაცხადა
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
არქივი