დილიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 29 მაისი 2020, 09:30
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორის მუშაობს თბილისის მეტროც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს.

ყველა სახის ტრანსპორტში სავალდებულოა, მგზავრობის დროს პირბადის ტარება.  ასევე, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ვირუსის ის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა. ტრანსპორტში ჰაერი განიავდება  ღია ფანჯრებით. გარდა ამისა, ავტობუსებში სავალდებულოა უკანა კარიდან ასვლა, რადგან მგზავრებს კონტაქტი არ ჰქონდეთ მძღოლთან. ყველა მგზავრმა ტრანსპორტიდან ჩასვლისთანავე ხელები უნდა დაიმუშაოს სადენზიფექციო ხსნარით. ყველა ავტობუსში იმყოფება მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც აკონტროლებს წესებს. 

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

„მინდა, ვთხოვო საზოგადოებას მხარდაჭერა, თანადგომა. მგონი, ყველა ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ ამ რთულ ვითარებაში, როგორც ეს წინა პერიოდში გავაკეთეთ. ის, რომ საქართველო ვირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა და დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების დროს გათვალისწინებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი წესის მიხედვით,  მიკროავტობუსებში იკრძალება ფეხზე დგომა. 

„ავტობუსებს რაც შეეხება, ერთადერთი მოთხოვნაა პირბადეებით ასვლა. ერთი დისკომფორტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონდიციონერის არჩართვა,  ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოხდეს განიავება, რადგან კონდიცირება არის ერთ-ერთი საფრთხე ვირუსის გავრცელების. მეტროშიც იგივე მოთხოვნები იქნება, ჩვენ დაგვეხმარება საპატრულო პოლიცია და მეტროში არ შეიშვებიან ადამიანები, ვისაც პირბადეები არ აქვს. მეტროში ფეხზე დგომა დასაშვები იქნება“, - აცხადებს კახა კალაძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, 31 მარტს აირძალა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქს: გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ
გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არქივი