42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 01 თებერვალი 2025, 16:54

ავჭალის სტადიონზე საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩი მიმდინარეობს. მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით - 42:0 დასრულდა.

„რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში ქართველი მორაგბეების მეტოქე ტურნირის დებიუტანტი შვეიცარიის ეროვნული გუნდია.

ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებიან გიორგი შველიძე და თედო აბჟანდაძე, ნაკრების კაპიტანი კი ამჯერად ბექა საღინაძეა. ამასთან, დებიუტანტები არიან ირაკლი ქვათაძე, გიორგი ხაინდრავა, შალვა აფციაური და დაჩი პაპუნაშვილი.
შვეიცარიელებთან თამაშის შემდეგ ქართველი მორაგბეები 8 თებერვალს ნიდერლანდების გუნდს მიიღებენ, 16 თებერვალს კი სტუმრად ესპანელებთან ითამაშებენ.

ჯგუფიდან ნახევარფინალურ ეტაპზე მოხვედრა 2027 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის გარანტიაა, რადგან საგზურს პირდაპირ 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი