გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
217 15 თებერვალი 2025, 19:44
თითქმის, სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის მაშინ, როდესაც ლოგიკური ფორმულა არის ის, რომ ჯერ გაქვს რაღაც მტკიცებულება ან ფაქტი, შემდეგ ამ ფაქტიდან, მტკიცებულებიდან რაღაც შეფასებას, ანალიზს აკეთებ და შემდგომ ასკვნი, რომ რაღაც ისე მოხდა, ან ასე მოხდა, რაღაც გაყალბდა ან არ გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში პირიქით იყო ყველაფერი.

„მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გახლავთ ის ორგანო, რომელიც ყველა დონეზე არჩევნების დღისთვის შედგებოდა 17 წევრისგან და ამ 17 წევრში 9 იყო პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული, საიდანაც ერთი წარმოადგენდა მმართველ პარტიას, ხოლო დანარჩენი 8 სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას.

როდესაც ვსაუბრობთ საუბნო საარჩევნო კომისიებზე, საოლქო საარჩევნო კომისიებზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მათ შორის მანდ, იყვნენ პოლიტიკური პარტიების საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა. განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც სულ 9 განსხვავებული აზრი დაიწერა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. საუბარია ათიათასობით ადამიანზე, საერთო ჯამში 54 ათასზე მეტმა საარჩევნო ადმინისტრატორმა გაუწია ამ პროცესს ადმინისტრირება. შემაჯამებელი ოქმები, ის საჩივრები, რომლებიც კენჭისყრის დღესთან მიმართებაში დაიწერა, იქ არ ყოფილა წუხილები და პრობლემური საკითხები წამოწეული ამ ადამიანების მხრიდან. რას ნიშნავს ეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ, რომ არ ვენდობით საარჩევნო ადმინისტრაციას, ანუ არ ვენდობით კომისიის ჩემივე დანიშნულ წევრებს? - ვგულისხმობ 9 პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ წევრს“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია 15 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი - ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა
ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს აქვეყნებს
ცესკო არჩევნებში ჩართულ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
ცესკომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
გიორგი სანტურიანი: წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება
არქივი