გია ჟორჟოლიანის ინიციატივა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
374 30 მაისი 2020, 17:35

„სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საკანონდებლო ინიციატივით გამოდის, რომ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი პოლიტიკური პარტიები შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე, ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის შეირჩეს.

გია ჟორჟოლიანმა შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ მოამზადა. ინიციატორი განმარტავს, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები შეირჩევიან მხოლოდ იმ პარტიების მიერ, რომლებიც ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყვნენ დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რომლებსაც მიეკუთვნათ პარლამენტის წევრთა მანდატები და რომლებმაც შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია.

„აუცილებელია, რომ არჩევნებზე დარეგისტრირებულ ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარი შანსი ჰქონდეს, საოლქო კომისიაში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს და უზრუნველყოფილი იყოს მათი სრულფასოვანი მონაწილეობა ამ პროცესებში. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში არსებულ თითოეულ საარჩევნო ოლქში, ობიექტური და მიუკერძოებელი პროცედურების მეშვეობით, შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე, ცესკო-მ უნდა უზრუნველყოს თითოეული საოლქო კომისიისთვის საარჩევნო სუბიექტების გამოვლენა, რომლებიც თავის მხრივ, დანიშნავენ ექვს წევრს შესაბამის საოლქო კომისიაში და ამის შესახებ ინფორმაციას წარუდგენენ ცესკო-ს შვიდი კალენდარული დღის ვადაში“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ჟორჟოლიანი საკუთარ ინიციატივაში აღნიშნავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები შედგება 12 წევრისგან, სადაც ექვს წევრს ირჩევს ცესკო, ხოლო ექვსს საოლქო საარჩევნო კომისია.

„ანუ, პარტიათა შეზღუდული წრე, ნაცვლად ყველა საარჩევნო სუბიექტისა. სწორედ ამიტომ, კანონპროექტის მიხედვით, თორმეტივე წევრს აირჩევს საოლქო საარჩევნო ოლქი, სადაც, თავის მხრივ, ამავე კანონპროექტის მიხედვით, წარმოდგენილი იქნება შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე შერჩეული ყველა საარჩევნო სუბიექტი. ანუ, ფაქტიურად, პარტიებს წარმომადგენელები ეყოლებათ საუბნო კომისიაში, შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ადგილების მიხედვით“, – ნათქვამია პროექტში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
არქივი