ორბანი: თუკი წარსულში შეთქმულების თეორიად მიაჩნდათ ის ფაქტი, რომ USAID-ი თავისი პროგრამებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, უნგრეთში ოპოზიციას აფინანსებდა, დღეს უკვე რეალობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 17 თებერვალი 2025, 14:48

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, თუკი წარსულში შეთქმულების თეორიად მიაჩნდათ ის ფაქტი, რომ USAID-ი თავისი პროგრამებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, უნგრეთში ოპოზიციას აფინანსებდა და დემოკრატიის დამხობას ცდილობდა, დღეს უკვე გამოაშკარავდა, რომ ეს რეალობაა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ „დიფ სთეითი“ მისი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ებრძვის.

„ისინი, ვისაც შეთქმულების თეორიები უყვართ, გასაჭირში არიან, რადგან ახალი შეთქმულების თეორიები უნდა მოიფიქრონ. ძველი ყველა სიმართლე აღმოჩნდა. ფაქტია, რომ დასავლეთის ლიბერალური ელიტა ამერიკის მოქალაქეების ფულს იყენებს, რომ საკუთარი იდეოლოგიები მთელ მსოფლიოში დანერგოს. მათ უნგრეთში 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დააფინანსეს, ფული გადაუხადეს პოლიტიკოსებსა და მედია-საშუალებებს. ეს იყო შეთქმულება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. იმავეს აკეთებს ბრიუსელი, რაც კიდევ უფრო სკანდალურია, რადგან ჩვენ ბრიუსელის ბიუჯეტში ფული შეგვაქვს, ისინი კი ჩვენ მტრებს აფინანსებენ. ეს არის გლობალური, ლიბერალური „დიფ სთეითი“, - თქვა ორბანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
არქივი