სიტყვა-სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული „ფარა“. განზრახ არის დატოვებული ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რათა სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 26 თებერვალი 2025, 13:49
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ფარას“ ანალოგ კანონზე მედიასთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ კანონის არის ამერიკულთან იდენტური და თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, მაშინ ამერიკა უნდა აკრიტიკოს.

„ჩვენ სიტყვა-სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული „ფარა“. განზრახ დატოვებულია ის ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა. ახლა ყველა სიტყვა, ტერმინი, მძიმე არის იდენტური და ახლა პარლამენტი ტერმინოლოგიურად მოარგებს ამას ქართულ რეალობას, მაგრამ ყველა შეთანხმდა, რომ ეს არის ამერიკული „ფარა“. ამერიკა რომ არის სამაგალითო და მისაბაძი ქვეყანაა ეს ყველამ იცის. ეს კანონი არის იდენტური ამერიკულთან და თუ კი რაიმე პრეტენზია აქვთ, მაშინ ამერიკა უნდა აკრიტიკონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბიურომ დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვან თარგმანს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
პრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ, ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი „დიფ სთეითის“ აღმოფხვრის მიზნით უწყებიდან თანამშრომლების 40%-ზე მეტს გაუშვებს
არქივი