დავით ფაცაციამ ფოთსა და ზუგდიდში დაათვალიერა ინფრასტრუქტურული პროექტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 18 მარტი 2025, 14:26
აფხაზეთის ავტონომიუირი რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ფოთსა და ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა, ისაუბრა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ადგილზე  გაეცნო დევნილთა განსახლების ობიექტებში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 

ფოთში, გაგრის ქ. №11-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის რეაბილიტაცია, „დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელი განმუხურში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის (ყოფილი ადმინისტრაციული შენობა) რეაბილიტაციისთვის საჭირო სამშენებლო მასალები და ხელსაწყოები „აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების“  და „სოციალური სოლიდარობის“ პროგრამების ფარგლებში იქნა უზრუნველყოფილი. 

ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში, ესებუას ქ. №7-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  

„ვცდილობთ თითოეული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ დროულად მოვაგვაროთ და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ მათთან უშუალო კომუნიკაციისას მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. 

ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის აქტიურად ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატიკანში რომის ახალი პაპის ინაუგურაცია გაიმართა
ვლადიმერ პუტინი - სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს - წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის
ვატიკანში რომის ახალი პაპის ინაუგურაცია მიმდინარეობს
საქართველოში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი - მიმდინარე წელს გამოვლინდა 212 ახალი შემთხვევა
არქივი