ევროკავშირში იმედს გამოთქვამენ, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი მშვიდობის პროგრესს შეუწყობს ხელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 19 მარტი 2025, 17:43
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ და ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და იმედი გამოთქვეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელი სატელეფონო საუბარი მშვიდობის პროგრესს შეუწყობს ხელს.

„ამ საშინელი ომის შედეგი უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობა უნდა იყოს. გვჯერა, რომ გუშინდელი სატელეფონო საუბარი ამ მიმართულებით პროგრესს შეუწყობს ხელს. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაში შეუდრეკელნი ვართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ტრამპმა პუტინს 30 დღის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა. პუტინი ამ იდეას დათანხმდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
არქივი