გიორგი ვოლსკი: რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან. „ენჯეოები“ აფინანსებენ, „ენჯეოები“ იღებენ „შავ ფულს“, „ენჯეოები“ ანაწილებენ ამ ფულს კონკრეტულ პროექტებში, რომელსაც საქართველოსთვის ნგრევა უნდა მოეტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 21 მარტი 2025, 22:59

რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ე.წ. მეგობარ აქტზე საუბრისას, რომელიც „ენჯეოების“ მიერ თბილისში აქციის დაანონსების საბაბად იქცა.

„რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან. „ენჯეოები“ აფინანსებენ, „ენჯეოები“ იღებენ „შავ ფულს“, „ენჯეოები“ ანაწილებენ ამ ფულს კონკრეტულ პროექტებში, რომელსაც საქართველოსთვის ნგრევა უნდა მოეტანა.

არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები ესენი არ არიან. ესენი არიან პოლიტიკური სუბიექტები, გაცილებით უფრო ეფექტურები ამ ბოროტ საქმეში, ვიდრე ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ასევე არიან ე.წ. ბრძოლის წინა ხაზზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მორიგი პერფორმანსისთვის ემზადებიან. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტის განხილვის მხარდასაჭერად, ოპოზიცია თბილისში შეკრებას და დოკუმენტში გამოთქმული ცრუ შეხედულებების მხარდაჭერას გეგმავს. სახელისუფლებო გუნდი დოკუმენტს ცინიკურს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ეს ის აქტია, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, რადიკალების დასავლელმა მოკავშირეებმა დაარეგისტრირეს და რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის მტკიცე პოზიციის საპირისპირო განწყობის გაღვივებაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჭიჭინაძე 26 მაისის დარბევაზე: ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს ხალხი მეორე დღეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას, რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ
ვლადიმერ ბოჟაძე - ყველანაირი არჩევნები გამიგია, მაგრამ არა ტელეფონებით - როგორც ჩანს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს ფონდი „იავნანას“ გამოცდილება აქვს და შესაძლოა, ზარიც ფასიანი გახადონ
ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის დარბევაზე: თემურ ლოგუას რეზინის ტყვიები მოხვდა, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით გადაუარეს მკერდზე, საბურავმა ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა იგივე მანქანამ - დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს აბიჯებდნენ
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
ნონა გაფრინდაშვილი: ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, რომ დავშლილიყავით. ხელში გვეჭირა სანთლები, სხვა არაფერი არ გვქონდა. ვუთხარით, რომ არ ვაპირებთ ღამის გათენებას, გვინდა 12 საათზე კონცერტი ჩავატაროთ
არქივი