53
22 მარტი 2025, 19:58

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ტაძარს ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.
„გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად. ამ დროისთვის ტაძარს ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.
სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |