2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ ქარელი: სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა დაიხუროს, საერთოდ გახსენებაც აღარ უნდა და მისი გადაწყვეტილება შესრულდა იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 26 მარტი 2025, 12:45
2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ერგნეთის ბაზრობის გაუქმების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, რომ ერგნეთის ბაზრობა „უნდა დაიხუროს, საერთოდ გაუქმდეს“.

„ეს გახლდათ 2004 წლის გაზაფხულის, შეიძლება ეს იყო მარტის თვეს და მარტის თვეში ვმუშაობდით, რომ ალტერნატიული გზები მოგვეძებნა. ჩვენ გარკვეული შეთავაზებებიც გავაკეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რადგან ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას რა ბერკეტები უნდა გვქონოდა კრიმინალებთან ბრძოლის და შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში იყო დუმილი, ამ თემაზე ჩვენ აღარ გვიმსჯელია და სადღაც აპრილის თვეში, თუ არ ვცდები, სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, პირადად მე მითხრა, რომ უნდა დაიხუროს, გაუქმდეს, საერთოდ ერგნეთის ბაზრობის გახსენებაც აღარ უნდა და ა.შ. მისი ჩვეული რიტორიკით და პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნა შესრულებული იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა“-განაცხადა მიხეილ ქარელმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო/ოდირს ვინ ეკითხებაო, თვითმმართველობის არჩევნებზე - ეუთო/ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო, არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - არ შეიძლება, რომ აიათოლა ალი ხამენეის მსგავსმა დიქტატორმა არსებობა გააგრძელოს
საქართველოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ სახმელეთო საზღვრები ღიაა და მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ირანის ტერიტორიის დატოვება
არქივი