სულხან თამაზაშვილი - მექნება შესაძლებლობა, რომ საჯარო სამსახურში ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 04 აპრილი 2025, 21:39

პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მადლობას ვუხდი ნდობისთვის, მექნება შესაძლებლობა, საჯარო სამსახურში ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხს და აჭარას, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

„ეს არის პასუხისმგებლობა, ამ პასუხისმგებლობას ჩემთვის ამძაფრებს ის გარემოება, რომ მე ვარ ამ კუთხის შვილი. დავიბადე, გავიზარდე აჭარაში. ჩემს მეხსიერებაში ყველაზე კარგი დრო რომ მახსენდება, სწორედ ამ წლებს უკავშირდება. მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ საჯარო სამსახურში ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხს“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დასახელდა. სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი