კახა კალაძე გალერის განცხადებაზე: ეს ადამიანები არიან კონკრეტული ძალების წარმომადგენლები, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ არც საქართველო, არც დემოკრატია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 10 აპრილი 2025, 13:30

თბილისის მერის განცხადებით, გერმანელი ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელია და უკეთესი იქნება, თუ გაერკვევა, ვის პოლიტიკას ატარებს.

ასე პასუხობს კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას გალერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ „თუ არ ეშლება, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და თუ მას აქტივები გააჩნია საფრანგეთში, შესაძლოა, ზომები იქნას მიღებული“.

„კონკრეტული ყმაწვილი არის „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი. პირველ რიგში, გაერკვეს ვინ ვინ არის და ვინ რით ცხოვრობს, ასევე, გადახედოს თავის წარსულს, ვის პოლიტიკას ატარებს და ვის წარმოადგენს დღეს. ჩვენ არაერთი მუქარა და შანტაჟი გვინახავს და ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ. ეს არ არის არც ევროპა და არც ევროპული ღირებულებები. ეს ადამიანები არიან კონკრეტული ძალების წარმომადგენლები, რომელთაც საერთოს არ აინტერესებთ არც საქართველო, არც დემოკრატია. მათ აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი: თავიანთი პატრონები რასაც ეტყვიან, დაავალებენ, გამოვიდნენ და ის გაიმეორონ. მათ იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რომ თავისი მოსაზრება გააჟღერონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა უპასუხა კითხვას ბრიტანეთის პარლამენტის წევრის ჯეიმს მაკკლირის განცხადებასთან დაკავშირებითაც, რომელმაც დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უფრო მკაცრი უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ.

„ჩვენთვის ეს ვერ იქნება შემაჩერებელი, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ჩვენ გვემუქრებიან სანქციებით, არის შანტაჟები, კიდევ არ მინდა, ყველაფერი მოვყვე, რა ხდებოდა კაბინეტებში კონკრეტული ადამიანების მხრიდან, უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის გაძლიერებას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, დამოუკიდებლობას. ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს იმისთვის, რომ მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა და ეს ბრძოლა გრძელდება დღესაც. ერთი ბატონის მეორეთი ჩანაცვლება არც თავისუფლებაა და არც დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდება ბრძოლა ყოველ დღე იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი აშშ-ის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციების შესახებ ინფორმაციაზე: ჩვენ არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადება
მეუფე შიო: მოხარული ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფო, ქვეყანა, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული. მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და გაძლიერდეს
ლევან გაჩეჩილაძე - ჯონ კერიმ და ჯო ბაიდენმა გვთხოვეს, რუსთაველზე დაგვემთავრებინა „საკნების აქცია“, გვითხრეს, გალეულია აქციები და ახალი ტალღის წამოწყებაში ბევრი დრო დაგჭირდებათო
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს ვენის კონვენციას, ახლა წაიკითხონ 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელსა თუ ზოგიერთ დედაქალაქში აქვთ წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი საკუთარ ოჯახში და საექსპორტო სტანდარტი მესამე სამყაროსთვის, ასე გვიყურებს ზოგიერთი
არქივი