საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ინდოეთში შეხვედრებს განაგრძობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 10 აპრილი 2025, 13:34

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს, ინდოეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს განაგრძობს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები ინდოეთის რესპუბლიკის განათლების სახელმწიფო მინისტრს, დოქტორ სუკანთა მაჯუმდარს შეხვდნენ, რომელიც ინდოეთის სახელმწიფო მოწყობის შესაბამისად, პარლამენტის სახალხო პალატის წევრს წარმოადგენს.

მხარეებმა ერთმანეთს განათლების და მეცნიერების მიმართულებით არსებული მიღწევები გააცნეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ინდოელი სტუდენტების მხრიდან ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ ინტერესი მზარდია.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თითქმის 21 000 ინდოელი სტუდენტის სწავლის ფაქტი და მხარეებმა სრული მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისთვის, მათ შორის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ორმხრივი აღიარების კუთხით.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის წევრები: გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი და კონსული ქეთევან ლაგვილავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვაზე: ეს სპეკულაციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ და როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თვის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას
პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის
არქივი