536
03 ივნისი 2020, 20:52

ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლა იყო. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. პოლიციამ გზა გადაკეტა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა იყო, თუმცა , სხვა დეტალების შესახებ ნფორმაცია არ ვრცელდება.
შსს მომხდართან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს, თუმცა, აცხადებს, არიან მსუბუქად დაშავებულები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |