განათლების სამინისტრო: ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება. მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თსუ-ს სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 17 აპრილი 2025, 16:11

ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე, - ნათქვამია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უწყება სკოლებში მეორე უცხო ენად ჩინური ენის სწავლების ინიციატივასთან დაკავშირებით ავრელებს.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა.

მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს.

სკოლა ვალდებულია მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს სულ მცირე ორი უცხო ენა.

დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ – ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად – დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა.

ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე.

ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში სულ მცირე ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას", - აცხადებს სამინისტრო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
არქივი