პუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავი გამოაცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 19 აპრილი 2025, 18:18
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გამოაცხადა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაემორჩილებიან დროებით ზავს და არ განახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს ორშაბათამდე, რათა მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცეს აღდგომის დღესასწაული მშვიდ გარემოში აღნიშნოს.

რემლის განცხადებით, სამხედრო ოპერაციები შეწყდება დღეს, საღამოს 6 საათიდან (ლონდონის დროით 4 საათიდან) და გაგრძელდება ორშაბათამდე.

უკრაინას ჯერ ოფიციალურად არ უპასუხია რუსეთის ამ წინადადებაზე, თუმცა რუსეთი იმედს გამოთქვამს, რომ „უკრაინაც მიჰყვება ჩვენს მაგალითს“.

აღსანიშნავია, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ზავი არ ეხება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, სადაც რუსული არმია კვლავ აგრძელებს იერიშებს.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი